პანკისის ხეობა

პანკისის ხეობა

среда, 16 декабря 2009 г.

ქისტები

ისტორია

ქისტები, ნახურ ენაზე მოსაუბრე ეთნიკური ჯგუფია საქართველოში, ენათესავებიან ჩეჩნებსა და ინგუშებს.
საქართველოს მოსახლეობის 0,2% შეადგენენ.2002 წლის მოსახლეობის აღწერით საქართველოში ცხოვრობდა 7,110 ქისტი.
ქისტების სახელწოდება წარმოსდგება ჩეჩნეთის ერთ–ერთი ადგილმდებარეობიდან–კეი–იისტა,ჩეჩნური დასახლება კეიიისტხოი(ქისტები),შემდეგი ვერსიით ქართველებს არ შეეძლოთ კეი–იისტას წარმოთქმა და შეამცირეს ქისტებად.შედიან ჩეჩნურ ჯგუფში, კავკასიურ ოჯახში.
მშობლირი ენა არის ჩეჩნური ქისტური დიალექტით.ბევრი მათგანი ფლობს ქართულ ენას და მათი გვარებიც ბთავრდება შვილზე.მაგ:ქავთარაშვილი,მარგოშვილი დაა.შ.
აღმსარებლობის მიხედვით 99% ისლამის მიმდევრებია(სუნიზმის შტო).
ქისტები ჩეჩნების შთამომავლები არიან გადმოსახლებულები 1830– ან და 1870–ან წლებში.პანკისის ხეობაში.ალაზნის ზემო წელში და ჩ.აღ.საქართველოში.ისტორიული ქისტები ცხოვრობენ სოფელ ომალოში.დუისი,ქორეთი,ბირკიანი და სხვ.
კულტურა

ხეობისთვის ურთულეს პერიოდში ჩამოყალიბდა ქისტური ფოლკლორული ანსამბლი "დაიმოხქ" (სამშობლო).ნსამბლის რეპერტუარში ჩეჩნურ-ქისტურ ქართული ხალხური სიმღერებისა და ცეკვების გარდა, შესულია ხალხური ტრადიციებიდან აღებულ თემებზე შექმნილი თეატრალიზებული სანახაობები -ქალისა და ვაჟის, მოხუცისა და ახალგაზრდას გაბაასებები, "ჯამბაზი" და სხვ.

ტრადიცია
პანკისის ყველა სოფელში არის საოჯახო სახელოსნო, სადაც ქისტები მატყლისაგან ამზადებენ თექას – წყალგაუმტარ და უცვეთელ ქსოვილს. მწყემსებისთვის განკუთვნილი თბილი ტანსაცმელის გარდა ოსტატები ამზადებენ მრავალ ფერადოვან აქსესუარსაც – ჩანთებს, ხალითებს, ქუდებს, ფარდაგებს და სხვა. პანკისის ხეობაში ქისტების სოფლები განლაგებულია ისეთნაირად, რომ მათ უკავიათ გასასვლელი ხეობიდან ველისაკენ. ქისტები მისდევენ მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას, სისხლის აღება და შუასაუკუნეების სხვა ჩვეულებები მათში არსებობს დღესაც.

ქისტები, მიუხედავად იმისა, რომ მუსულმანები არიან, პატივით ეპყრობიან ქრისტიანულ სალოცავებსა და მათ ნაშთებს. ხდება ხოლმე, რომ მიდიან იქ დღეობებზე, რათა მათი სახელობის წმინდანებს, უმეტესად წმიდა გიორგის, შემწეობა სთხოვონ ან მადლობა მოახსენონ უკვე გაწეული დახმარებისათვის. ტრადიციის მიხედვით დაკრძალვის დროს ქალები სასაფლაოს მეჩეთში ,ზოგან არის ქალების სალოცავი სახლი. იქ ლოცულობენ ისლამური სუფიტური ორდენის წევრი ქალები. ქალებს, ქისტური ტრადიციის მიხედვით უფლება არა აქვთ მიცვალებული სასაფლაომდე მიაცილონ, მაგრამ შეუძლიათ წაიკითხონ თავიანთი სუფიტური ლოცვები. ქალთა ორდენები ისლამურ სამყაროში იშვიათობაა, მაგრამ არა ქისტებში. კაცები კი ცალკე მეჩეთში ლოცულობენ

ნაციონალური საჭმელები

1. დჯიჯიგ–გალანიშ: არის ტრადიციული ჩეჩნური კერძი,რომელიც დღემდე პოპულარულია ქისტებში

2. სისკალ–ნეხჩ: ტრადიციული ქისტური საჭმელი,

3. ქისტური ხაჭაპური (ჭააბილგიშ): მზადდება რამდენიმე სახეობის.

მოსახლეობის ნაწილი ზაფხულის პერიოდს ატარებს მთაში,სადაც სასქონლო მეურნეობას ეწევიან,რძის პროდუქტების წარმოება ხდება ტრადიციული მეთოდებით თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე.